
გამოქვეყნების თარიღი: ..2026
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მასპინძლის, სტუმრისა და შპს „პინოქიო 2026“ შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომლითაც რეგულირდება სტუმრისა და მასპინძლის მიერ ვებგვერდის გამოყენებისა და ურთიერთთანამშრომლობის პირობები.
Pinokey.io არის ციფრული პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია უძრავი ქონების მოკლევადიანი: დღიური და საათობრივი გაქირავების პროცესის გამარტივებისა და ავტომატიზაციისთვის. შპს „პინოქიო 2026“ ქმნის და ადმინისტრირებას უწევს ფუნქციურ პლატფორმას, რათა გაამარტიოვოს მოკლევადიანი ქირავნობის ჯავშნის პროცესი სტუმრისა და მასპინძლისთვის. კომპანია არ წარმოადგენს შუამავალს და განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, ასევე გენერირებული ბმულების ჯეროვან გამოყენებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მასპინძელსა და სტუმარს. ვებ-გვერდი გამოიყენება ჯავშნების ორგანიზებისათვის, ასევე, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად და სტუმრისთვის გასაზიარებლად. პლატფორმის ძირითადი მიზანია მასპინძლებისთვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი ქონების ჯავშნების კონტროლს, მომხმარებლების ადმინისტრირებასა და შემოსავლების ეფექტიან მართვას — შუამავლების გარეშე. გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც გთავაზობთ თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების ინსტრუქციას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ შეთავაზებული მომსახურებები, არ განახორციელოთ რეგისტრაცია და დატოვოთ ვებ-გვერდი. მასპინძელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს თანხმობას წესებსა და პირობებზე, ხოლო სტუმარი, შესაბამისი ვერიფიკაციის გავლით. ვებგვერდზე რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას ასევე ვერიფიკაციისას, ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობისას სავალდებულოა მასპინძლის/სტუმრის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ შეძლებს ვებგვერდით სარგებლობას. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს, აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, იზრუნოს მომხმარებლის ინტერესების დაცვაზე და მისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. ამავე დროს ვაცხადებთ, რომ მომხმარებლისგან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გამოყენება ხდება ლეგიტიმურად, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნის მისაღწევად, მათ მიერ გაცხადებული თანხმობის შესაბამისად. მასპინძელის/სტუმარი წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით („ვეთანხმები პირობებს“ უჯრის მონიშვნით) ადასტურებს, რომ მისაღებია კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები. ვებგვერდზე წვდომითა და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების პირობებს, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და „ქუქი“ პოლიტიკას.
ვებგვერდზე რეგისტრაციით მასპინძელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
2.1. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება სრულწლოვანად;
2.2. აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დადოს გარიგება.
2.3. გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ყოველგვარ საჭირო ზომას მიიღებს მის შესასრულებლად;
2.4. უზრუნველყოფს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი „მასპინძლის“ მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე;
2.5. იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე;
2.6. მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები;
2.7. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს და ასახავს რეალურ მდგომარეობას.
2.8. მას გააჩნია გამოქვეყნებულ უძრავი ქონების ფლობისა და გაქირავების კანონიერი უფლება.
2.9. აცნობიერებს, რომ კომპანია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე სტუმრის უფლებას გამოაქვეყნონ მათი შეფასება მიღებულ სერვისთან დაკავშირებით.
2.10. მასპინძელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას სტუმრის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებით (გარდა იმ შემთხვევისა თუ სტუმარი ისარგებლებს “ბეიჯიანი” ქონებით).
2.11. მასპინძელსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია ხდება პლატფორმის მიღმა და არ არის კომპანიის მიერ კონტროლირებადი. ვებგვერდზე ვერიფიკაციის გავლით სტუმარი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ :
2.12. ვერიფიკაციამდე დეტალურად გაეცნო, როგორც წინამდებარე წესებსა და პირობებს ასევე მასპინძლის მიერ გამოქვეყნებულ აღწერასა და დეტალებს მის მიერ გამოგზავნილი ჯავშნის ბმულის შესაბამისად.
2.13. აცნობიერებს რომ განსათავსებელი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება „მასპინძელს“ და კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭრას გამოქვყნების, ჯავშნის ბმულის გენერირებისა და მათი მომხმარებელთან დაკავშირების მიზნებისთვის.
2.14. აცხადებს თანხმობას, რომ მისი ქცევა მასპინძელთან ურთიერთობისა და ქონებით სარგებლობისას შესაბამისობაში იქნება კეთილსინდისიერებისა და კანონიერების პრინციპებთან.
2.15. აცნობიერებს რომ კომპანია უზრუნველყოფს ვებ-გვერდზე მისი ქცევის აღრიცხვას და შეფასების კალკულაციას უნიკალური იდენტიფიკატორის საშუალებით. ვებგვერდზე რეგისტრაციით/ავტორიზაციით მასპინძლი/სტუმარი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მომხმარებელი:
2.16. უსაფრთხოდ შეინახავს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდებს და არასდროს გაუმჟღავნებს მათ მესამე პირებს.
2.17. არ გაუზიარებს მესამე პირებს უძრავი ქონების ინსტრუქციების უნიკალურ ბმულს.
2.18. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებ- გვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
2.19. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესებითა და პირობებით (ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით) და ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით;
2.20. დაიცავს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
2.21. არის სრული ქმედუნარიანობის მქონე პირი და მოქმედებს ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.
2.22. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
2.23. აცნობიერებენ, რომ მათ შორის სერვისით (ქირავნობის ხელშეკრულებით) სარგებლობა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზეპირი ან/და წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნულ გარიგებაში არ მონაწილეობს კომპანია.
2.24. ბეიჯი „გადამოწმებულია: ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს რომ გამოქვეყნებული უძრავი ქონება რეალურად არსებობს და მდებარეობს მითითებულ ლოკაციაზე, რაც გადამოწმებული კომპანიის მიერ.
2.25. ყურადღება! ბეიჯის მინიჭებით კომპანია არ იძლევა გარანტიას და არ შეიძლება რამენაირად აღნიშნული განიმარტოს ისე, თითქოს კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მასპინძლის ქცევაზე, უძრავი ქონების მდგომარეობაზე, მომსახურების პირობებზე და ა.შ
3.1. კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე შეთავაზების გამოქვეყნებისთვის მასპინძელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია.
3.2. რეგისტრაციისთვის მასპინძელმა უნდა შეავსოს რეგისტრაციის გვერდზე სავალდებულოდ მონიშნული ყველა ველი და შეინახოს მონაცემები ავტორიზაციისთვის.
3.3. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მასპინძელი დაეთანხმოს ვებ- გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
3.4. ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, ჯავშნების ორგანიზებისა და კალენდრის გადამოწმებისთვის, მასპინძელმა თავდაპირველად უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შემდეგ ვერიფიკაცია ელ-ფოსტისა და პაროლის საშუალებით და მიჰყვეს ვებ-გვერდის ინსტრუქციას (ინსტრუქციის ბმული).
3.5. უნიკალური იდენტიფიკატორის შესაცვლელად მასპინძელმა თავიდან უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3.6. ჯავშნის საბოლოოდ გაფორმებისთვისდასაჯავშნი ბმულის მიღების შემდეგ სტუმარმა უნდა გაიაროს მარტივი ვერიფიკაცია.
3.7. კომპანიის მიერ ვებგვერდზე მასპინძლის შეფასების გამოქვეყნებას შეძლებს მხოლოდ ვერიფიცირებული სტუმარი ჯავშნის გამოყენების შემდეგ ერთჯერადად.
3.8. ვებგვერდზე მასპინძლის ავტორიზაცია ასევე შესაძლებელია ისეთი “third party” სერვისების გამოყენების გზით, როგორიცაა: Google; ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დამატებით დაეთანხმოს აღნიშნული “third party” სერვისების წესებსა და პირობებს.
4.1. კომპანია შესაძლებლობას აძლევს „მასპინძელს“ მის ოპერირებად ვებგვერდზე www.pinokey.io დააგენერიროს უძრავი ქონების უნიკალური ბმული რომლის მიხედვითავ გაკეთდება ჯავშანი და ასევე დააგენერიროს ინსტრუქციის უნიკალური ბმული.
4.2. Pinokey.io არის პლატფორმა, რომელიც მუშაობს პირადპირი დაჯავშნის “direct booking” პრინციპით — მასპინძელი უქმნის უნიკალურ საჯარო ბმულს (URL), რომელსაც თავად უზიარებს სტუმარს. ჯავშანი სრულდება ამ ბმულის საშუალებით, რაც მასპინძელს აძლევს სრულ კონტროლს მომხმარებელთან ურთიერთობაში და გაყიდვების არხებზე.
4.3. მასპინძელი ინფორმაციის განთავსებასა და ჯავშნების შემოწმებას შეძლებს მისი პირადი პროფილიდან რეგისტრაციის შემდეგ.
4.4. დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიასთან კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ცხელი ხაზისა ან/და მეილის საშუალებით, ასევე, “მხარდაჭერის მიღების” ბმულზე მხარდამჭეთან დაკავშირებით.
4.5. იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი (მხოლოდ შესაბამისი პაკეტის გამომწერებისთვის) სარგებლობს ჭკვიანი საკეტით, კომპანიის სისტემასთან მისი ინტეგრირებისთანავე, ექნება საშუალება ერთჯერადი კოდები დაგენერირდეს თითოული ჯავშნისთვის და მომხმარებელს დღიური/საათობრივი ქირავნობის დროს ჯავშნის დადგომამდე 2 სთით ადრე გაეგზავნება ეს კოდი მესიჯის სახით, უძრავი ქონების ინსტრუქციების ბმულთან ერთად და კოდი აქტიური იქნება ჯავშნის სრული პერიოდის განმავლობაში.
4.5. აღნიშნული კოდი წარმოადგენს ინფორმაციას მხოლოდ სტუმრისთვის და თუ ეს კოდი მესამე პირს გაუზიარა სტუმარმა ან მასპინძელმა, კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას შედეგებზე.
4.6. მასპინძელი ვალდებულია წინასწარ გაწეროს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია ჯავშნის გაუქმების პოლიტიკაზე, ბინის ინსტრუქციებში მიუთითოს თუ რა ვადაშია შესაძლებელი ჯავშნის უფასოდ გაუქმება. თუ უნდა რომ სტუმარს ქონდეს გაწერილი ვადები როდის შეუძლია უფასოდ გაუქმება, იმ შემტხვევაში თუ არ იქნება გაწერილი გაუქმების წესები, სტუმარს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს ჯავშნის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება.
5.1. ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, გამოქვეყნება და დეტალური მართვა (ფოტოები, აღწერა, ფასები, ხელმისაწვდომობა კალენდრის მიხედვით)
5.2. ჯავშნების მიღება გარე ბმულების საშუალებით.
5.3. ერთიანი კალენდარი, მათ შორის მესამე მხარის პლატფორმებთან (მაგ. Airbnb, Booking.com) iCal ინტეგრაციით სინქრონიზაციის შესაძლებლობით.
5.4. მომხმარებელთა ბაზის მართვა (სტუმრების სია, ქცევის ისტორია, აქტივობა).
5.5. შეფასებებისა და რეიტინგების სისტემა — როგორც მასპინძლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.
5.6. ბეიჯით აღნიშნულ ქონებაზე შესაძლებელია კომპანიის ანგარიშზე ჩარიცვის გზით გადახდის განხორციელება.
6.1. კომპანია მასპინძელს (ჰოსტი) სთავაზობს მომსახურების სამ განსხვავებულ პაკეტს : “starter” - თვეში 20 ლარი. “professional” - თვეში 45 ლარი. “enterprise” - თვეში 120 ლარი. (შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური ხელშეკრულებით)
6.2. სასურველი პაკეტის ასარჩევად მასპინძელი უნდა გადავიდეს შესაბამის ბმულზე და მიჰყვეს ინსტრუქციას.
6.3. “starter” და „professional“ პაკეტის არჩევისას მასპინძელს შეუძლია მიუთითოს და შეინახოს ბარათის მონაცემები ავტომატური გადახდისთვის, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა ან მონიშნოს მხოლოდ ერთჯერადი გადახდა ერთი თვით მომსახურებით სარგებლობისთვის.
6.4. ბმულზე გამოქვეყნებული ინფორმაცია თქვენი არჩევანის შესაბამისად წარმოადგენს ამ ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს შესაბამისად პაკეტის არჩევამდე ყურადღებით გაეცანით მის პირობებს.
6.5. თანხის ავტომატური გადახდისა და გამოწერის გაუქმების წესი
6.5.1. სასურველი პაკეტის ავტომატურად გამოწერისთვის სტუმარმა უნდა მონიშნოს შესაბამისი პაკეტი რომლის ფასები მითითებულია ამავე წესის „6.1.“ პუნქტში და გადავიდეს ავტომატური გადახდის გვერდზე სადაც საბანკო მონაცემების შეყვანით შეძლებს გამოწერის აქტივაციას ერთი თვით, ერთი წლით ან გაუქმებამდე.
6.5.2. ნებისმიერი პაკეტის გამოწერის გასაუქმებლად გადახდის დაფიქსირებიდან 14 დღის ვადაში სტუმარმა უნდა მიმართოს კომპანიას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ 14 დღის განმავლობაში შესრულებულ გადახდაზე.
6.5.3. გადახდის დაბრუნების მოთხოვნა ავტომატურად ნიშნავს პროფილის შეჩერებას ამავე წესის „6.6.“ პუნქტით განსაზღვრული პირობებით.
6.5.4. თანხის დაბრუნება განხორციელდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6.6. პროფილის და ჯავშნების გაუქმების წესი
6.6.1. მომსახურების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გაუქმდება აქტიური ჯავშნებიც და თუ სტუმარს თანხა აქვს ავტომატური გადახდით გადახდილი, ეს თანხა ავტომატურადვე დაუბრუნდება იმავე ანგარიშზე, მაგრამ თუ თანხა მასპინძელთან არის ჩარიცხული მასპინძელი ვალდებულია განიხილოს თანხის დაბრუნების განაცხადი მისი პოლიტიკის შესაბამისად.
6.6.2. შეჩერების შემთხვევაში მასპინძლის მიერ გამოქვეყნებული უძრავი ქონებების შესახებ ინფორმაცია გახდება არააქტიური, ბმული არ იქნება ხელმისაწვდომი დაჯავშნისთვის, თუმცა, ეს მონაცემები შეინახება 30 დღის განმავლობაში და თუ მოხდება 30 დღის განმავლობაში მომსახურების საფასურისა და დავალიანების გადაუხდელობის დაფარვა, შემთხვევაში - 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შემდეგ მონაცემები ავტომატურად წაიშლება. ავტომატურად, გააქტიურდება ინფორმაცია
6.6.3. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ისეთი ჯავშნის გაუქმება, რომლის თანხაც ჩარიცხულია შპს “პინოქიოს” ანგარიშზე ავტომატური გადახდით ჯავშნის დასრულებიდან 36 საათის განმავლობაში სტუმარს აქვს უფლება დაუკავშირდეს კომპანიას და შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში მოითხოვოს თანხის დაბრუნება, რასაც კომპანია განიხილავს მასპინძლის ჩართულობის გარეშე.
7.1. კომპანია პასუხს არ აგებს მასპინძლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.
7.2. ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს დამრღვევი ანგარიში.
7.3. კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის, ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
7.4. კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
7.5. სტუმარი და მასპინძელი ვალდებულია დაექვემდებაროს წინამდებარე წესებს.
7.6. იმ შემთხვევაში თუ სტუმარი თანხას გადაიხდის კომპანიის ანგარიშზე ავტომატური გადახდით ვებ-გვერდზე ჩაშენებული სანდო ბანკის ბმულიდან (შესაძლებელია მხოლოდ იმ ქონებაზე რომელსაც აქვს ბეიჯი - გადამოწმებულია) და მას არ დახვდება უძრავი ქონება მითითებულ მისამართზე, კომპანია აუნაზღაურებს გადახდილ თანხას სამი სამუშაო დღის ვადაში ფაქტის სათანადოდ დადასტურების შემდეგ.
8.1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება. 8.2.მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
9.1. კომპანიის კონტროლირებად ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
9.2. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
9.3. ვებ-გვერდზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
10.1. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება.
10.2. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
10.3. წინამდებარე წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს კომპანიის მიერ ცალმხრივად.
11.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელ
იმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ბათილობას.
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად
მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ნომერზე 995 550 050 283 ან მიმართოს კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე -- info@pinokey.io